x y

მე ვარ x y, სხვა პიროვნების გამოგონება, ვინც დარწმუნებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ ერთადერთი თავად არ არსებობს, სხვა ყველაფერი კი - ნამდვილია.

ჩემი შექმნელის საპირისპიროდ, რომელიც საკუთარ თავს ნიჰილისტად მიიჩნევს და სიცოცხლის პრინციპს უვარგისად, მე მაინც მჯერა რომ სიცოცხლე ღირს ცხოვრებისთვის და სიცოცხლის საზრისები ცხოვრების პროცესშივე გამომუშავებადია.

ისიც მართლია, რომ არსებობის სასარგებლო არგუმენტები ისეთივე დამაჯერებლია, როგორც არარსებობის, მაგრამ ჩვენი ყოველდღიურობა, მცირე სიამოვნებები და ბედნიერებები, სხვა ადამიანთა ტკივილი და ხშირად ცრემლი ან უბრალოდ ის მშვენიერება, რასაც იშვიათად მაინც ვაწყდებით არის ის რაც ყოველთვის უმიზეზო და უსაფუძვლო ქმედებებისკენ გვიბიძგებს.

სწრაფვა ადამიანთა და არა-ადამიანთა ისეთი კოლექტივებისკენ, სადაც ურთიერთმხარდაჭერა და სიყვარული კავშირის ამოსავალი პრინციპია - დიახ! დიახ! ხშირად ავიწყდებათ, რომ საზოგადოება დამყარებული სიძულვილზე - პორნოგრაფიაა და პორნოგრაფია არაფერია თუ არა ესთეტიზებული ან უმეტესად არაესთეტიზებული ძალადობა.

და მაინც, რატომ ასეთი