ani tumanishvili

პირველი აზრი ჩემს შესახებ ის იყო , რომ მე რთული ვარ, გაორებული(თან ზოდიაქოთიც თევზები ვარ), ხანდახან ძალიან დაბნეული და გაფანტული(არ არსებობს კვირა, როცა რამე არ მეკრგება ან სადმე არ მრჩება). ძალიან ემოციური ვარ და არაფერში არ მაქვს ოქროს ზღვარი ნაპოვნი და ასე მგონია რამდენადაც ვცდილობ ვიყო, იმაზე ცოტა უფრო სრულყოფილი ვიდრე ახლა ვარ მით უფრო მეტი ნაკლი მიჩნდება. არ მიყვარს როცა მაკრიტიკებენ, საკუთარი თვის, კიდევ ბევრი რამეების და ვინმეების კრიტიკის უფლება ისევ საკუთარ თავს დავუტოვე. ხშირად ვწუწუნებ, მართალია ჩემდა უნებლიეთ, მაგრამ მაინც. მიყვასრ დღიურებისა და ჩანახატების წერა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ბლოგი გამეკეთებინა.

ჩემს თავზე ასე თუ ისე ყველაფერი ვთქვი, დანარჩენს ჩემი ჩანაწერებიდან უფრო გაიგებთ. ჩემი ჩანაწერები არც მხატვრული ღირებულების მატარებელი იქნება და არც ფილოსოფიური იდეის, უბრალოდ ჩემი ფიქრები ჩემზე, თქვენზე... ჩვენზე!

არაფრის პირობას არ ვდებ, არა იმიტომ რომ პირობებს და წესებს არ ვემორჩილები, არა, ეს ბანალურიცაა უკვე, უბრალოდ ასე ერთფეროვნება იქნება. ასე საგნებსი და მოვლენების მარტო განსაზღვრული კუთხიდან დანახვის შესაძლებლობა მექნება. აქ იქნება ყველაფერი..ან არაფერი!