Archil Gamzardia

თბილისი

დავიბადე 1979 წლის 2 ივლისს. ჩემი ძირითადი სამუშაო პროფესიით ვარ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი. ამჟამად ძირითად სამსახურს განეკუთვნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიწვეული ვარ ილიაუნის ბიზნეს ფაკულტეტზე PR მენეჯმენტისა და მენეჯმენტის მიმართულების დისციპლინების (PR მენეჯმენტი, სოციალური პროექტების მართვა, ორგანიზაციული ქცევა, დროის მენეჯმენტი, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა, თანამედროვე მენეჯმენტი და სხვ.) სწავლების მიმართულებით, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.
ვარ დარგობრივი სპეციალისტი, ილიაუნის ლექტორი, სხვადასხვა ტრენინგ ცენტრისა და დამოუკიდებელი ტრენერი, დარგობრივი კონსულტანტი. ვიკვლევ მეცნიერულად იმ დარგებს, რომელიც საქართველოში სამეცნიერო და ანალიტიკურ დონეზე არ შეისწავლება (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მენეჯმენტის ფართო პროფილის მიმართულებით), ასევე აქტიურად ვმუშაობ პუბლიცისტიკაში საზოგადოებრივი პროცესებისა და პოლიტიკური კომუნიკაციების მიმართულებებით.
სწავლა დავიწყე 1985 წელს 159-ე საშუალო სკოლაში, რომელიც წარმატებით დავასრულე 1996 წელს, ამავე წელს ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების სპეციალობაზე, პარალელურად კი ვესწრებოდი ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალობის ლექციებს, ორიოდე წელში სასწავლო პროფილი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადავწყვიტე. სასურველი მიმართულებით დარგის შესწავლის მიუხედავად, ვერ მოვისვენე და 1999 წელს კიდევ ერთი სპეციალობისკენ გამოვხატე ინტერესი, შედეგად, ჩავაბარე ამჟამინდელი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (მაშინ თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი) ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობაზე, რომელიც 2004 წელს დავასრულე წარჩინებით. ბუნებრივია, ამ წლების განმავლობაში ვესწრებოდი არაერთ ტრენინგს, ლექციას ან სემინარს, რომელიც შეიძლებოდა იმ წლებში ჩატარებულიყო. გავიარე საკვალიფიკაციო ტრენინგები და სხვადასხვა კვალიფიციიური დარგობრივი სპეციალისტის ლექცია-სემინარები, ასევე ე.წ. უორქ-შოფები და კონსულტაციები.

  • Work
    • ილიაუნი