ია ასათიანი

თბილისი

სიმართლე გითხრათ ბლოგის გაკეთება საგნის გამო გადავწყვიტე, მაგრამ მერე გავაცნობიერე რა კარგია გქონდეს პერსონალური ბლოგი. ეს არის ადგილი, სადაც შემიძლია დავაფიქსირო ჩემი აზრი. სამყარო, რომელიც უსასრულობას მჩუქნის. ყველაფერი ეს ძალიან რთულად მეჩვენებოდა შორიდან, ახალაც რთულია მაგრამ თან ძალიან სასიამოვნოც.

მე ია მქვია და გავიზარდე ქალაქში სადაც "კაი ბიჭობა" "სავალდებულო საგანი"იყო, სადაც შავი დღემდე საყვარელი ფერია. ჯერ მხოლოდ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. ამიტომ ჩემს პოსტებს ძალიან მკაცრადაც ნუ განსჯით :). არ მახსოვს საიდან დაიწყო ან პირველად რატომ გადავწყვიტე ჟურნალისტობა, მაგრამ მახსოვს ერთი რამ. მე-2 კლასში ვიყავით მასწავლებელმა პირველად რომ გვკითხა რა გვინდოდა გამოვსულიყავით და მას შემდეგ აზრი აღარ შემიცვლია. ჩემი არჩევანის სისწორეში კი დღითი-დღე ვრწმუნდები.

რაც შემეხება მე- მყავს კატა, რომელიც ჩემი "აქილევსის ქუსლია" აქედან გამომდინარე ცხოველების თემაც ჩემთის მტკივნეული და საინტერესოა. :) ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც თავიანთზე სუსტზე ძალადობენ.

  • Education
    • თსუ