გიორგი ხაბურძანია

თბილისი, საქართველო

მოკლედ, ვარ ერთი ამბიციური, არათავმდაბალი, თავდაჯერებული და უამრავი ნაკლით დახუნძლული ადამიანი. ჩემი ცხოვრება, ერთი დიდი ქაოსია, მაგრამ, მიუხედავად ამისა (და ზოგიერთებისგან განსხვავებით) არასდროს არ ვმალავ მას. მიყვარს წარსულში ქექვა (და არა მარტო ჩემს წარსულში), ასევე ადამიანთა მართვა და ამავდროულად მათი დახმარება. (ეს იმ შუაშია, რომ როცა ადამიანის წარსულს გებულობ, შესაძლებელია მისით მანიპულირება, სასიკეთოდაც და სხვა მხრივაც..)

ფანტაზიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში, მას ბევრი ტკივილიც მოუტანია ჩემთვის და ბევრი სიამოვნებაც, მაგრამ მაინც ჩემი განუყოფელი ნაწილია, შეიძლება ითქვას, ვცხოვრობ ილუზიებით. ამ ყველაფერთან ერთად, ვფიქრობ შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანიც ვარ. ვწერ, (პროზაულ თუ პოეზიურ ნამუშევრებს) ვხატავ. სამწუხაროდ, ვერ ვმღერი..

უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მძიმე ფსიქიკის ვარ(მერყევი, გაუწონასწორებული, “გაორებული”, ნერვოზიანი და ასე შემდეგ), და რაც უფრო ვუღრმავდები, მით უფრო ვიშლები. ალბათ სწორედ ამიტომაც მაინტერესებს ძალიან ფსიქოლოგია.

არის ორი თემა, რაზეც ან საერთოდ არ ვსაუბრობ, ან ძალიან ბევრს. ესენია: “პოლიტიკა” და “რელიგია”. ძირითადად აპოლიტიკური ვარ. არის გამორჩეული თემებიც, რომლებზედაც მიყვარს საუბარი: “სიკვდილი” და “სექსი” .

მიყვარს ლიტერატურა. ხელოვნება (ყველა სახის). თვითონ ვსწავლობ ტელე–კინო ხელოვნებაზე, კერძოდ, კინორეჟისურა მაინტერესებს. ვფოტოგრაფობ, ვმხატვრობ, ვუსმენ. მოკლედ ყველაფერს ვედები. ვცხოვრობ ხელოვნებით.

ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი რამ გადმოგეცით, თუმცა როგორც წიგნს ვერ შეიცნობ მხოლოდ მისი ლამაზი ყდით, ისე ვერ შეიცნობ ადამიანსაც მასზე გარეგანი დაკვირვები��. ამიტომ თუ მეტი გაინტერესებთ ჩემზე, მომმართეთ პირადად.

  • Education
    • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი