PAATA CHAKHNASHVILI
Social psychologist in Tbilisi
განათლება:
1964-1974, თბილისის 55-ე საშუალო სკოლა; 1974-1978, თბილისის სპორტის აკადემია (სპორტული ჟურნალისტიკა); 1978-1983, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სოციალური ფსიქოლოგია); 1983, ფრიდრიხ შილერის სახ. იენის უნივერსიტეტი (სოციალური და ქცევითი მეცნიერების ფაკულტეტი - კვალიფიკაციის ამაღლების კურსი).
სამუშაო გამოცდილება:
1984-1986, საკავშირო ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ВНИТЭ) საქართველოს ფილიალი - ფსიქოლოგი; 1986-1993, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი (სოციალური და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის განყოფილება) - მეცნიერ მუშაკი; 1990-1995, გამოყენებითი ფსიქოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი - დირექტორის მოადგილე; 1994-1995, ტელეკომპანია რუსთავი 2 - მარკეტინგის და „პოლინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემის ავტორი; 1996-2000, გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრი - დირექტორი; 1995-2001, გაზეთი „ალია“ - კონსულტანტი (სოციოლოგია, მარკეტინგი); 1995-2001, სოციოლოგიური სამსახური „დია“ - დირექტორი და დამფუძნებელი; 2003 - დან სოციოლოგიური სამსახური „დია“ - დამფუძნებელი; 1997-1998, მსოფლიო ბანკის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის ინიციატივა“ - თემების მონაწილეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1991-1997, სადაზღვევო კომპანია ალდაგი - კონსულტანტი (საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადამიანური რესურსები და მარკეტინგი); 1999-2002, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (მსოფლიო ბანკის პროექტი) - სოციალური შეფასებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2002-2003, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (მსოფლიო ბანკის პროექტი) - პროექტის განვითარების მენეჯერი, სოციალური შეფასებების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2003-2008, ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი - გენერალური დირექტორი; 2013 წლიდან - არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტიური სივრცე საქართველო“, დირექტორის მოადგილე; 2017 წლიდან - პროექტის სოცმედიის მონიტორინგის აპლიკაციის saturn.ge-ს ავტორი და კომპანიის დამფუძნებელი; 2018 წლიდან დღემდე - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის კონსულტანტი.
პედაგოგიური საქმიანობა:
1989-1991, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა - ლექციები სოციალურ ფსიქოლოგიაში; 1992-1993, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა - ლექციები ზოგად ფსიქოლოგიაში; 1993-1994, მასწავლებელთა პროფესიული დახელოვნების ინსტიტუტი - ლექციები ზოგად და სოციალურ ფსიქოლოგიაში; 1995-1996, თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი - ლექციები ფსიქოლოგიაში; 2003-2005, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი (საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი) - ლექციები სოციოლოგიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფსიქოლოგიაში; 2012-დან GAU თბილისის პიარსკოლა - ლექციები საზოგადოებასთან ურთიერთობის ფსიქოლოგიაში. 2013-დან GIPA-ს სასერტიფიკატო კურსი (საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაციის მენეჯმენტი) - ლექციები საზოგადოებასთან ურთიერთობების ისტორიაში; 2014 წლიდან - ტრენინგცენტრი BeMark-ი. ტრენინგი არავერბალურ კომუნიკაციაში; 2014 წლიდან - ტრენინგცენტრი Cambridge Study. ემოციური ინტელექტი - ტრენერი.
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006928/
სოციალური მედია:
https://www.linkedin.com/in/chakhnashvili-paata-78b11872/
https://www.pinterest.com/paatachakhnashv/
https://www.youtube.com/@paatachakhnashvili6502/videos
https://www.youtube.com/channel/UCxXlUGzGXWkjGoG-w5BBkaA/videos
ბლოგი:
https://paatachakhnashvili.blogspot.com/
https://bodylanguage-gipa.blogspot.com/
გამოცემები:
წიგნის: ‘’PR-ის ისტორიული წანამძღვრები'' ავტორი ეკა მენაღარიშვილთან ერთად (2003 წელი)