Dimitri Sanaia
Tbilisi, Georgia
ვინ ვარ მე?
განსაკუთრებული არავინ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახში დაბადებული ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, რომელიც, თავისმხრივ თბილისში დაიბადა და გაიზარდა.
ამჟამად ვცხოვრობ და ვსწავლობ ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში ბიზნესისა და მედიის ფაკულტეტზე ბიზნეს ინფორმატიკის განხრით. გატაცებული ვარ მწერლობით - ვწერ ჩემთვის და არავის ვნებ ამით. ვწერ ყველაფერზე, რაც მაწუხებს და მიხარია, რაზეც ვფიქრობ და რაზეც ჩემდაუნებურად მეფიქრება.
დამწყები პროგრამისტი(ც) ვარ , ყველაფერთან ერთად, თუმცა ჩემს ბიოგრაფიაში ეს ეტაპი ჯერ-ჯერობით დიდად საინტერესო არ არის.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემს შესახებ უნდა იცოდეს ჩემმა მკითხველმა, ალბათ არის ის რომ ვგიჟდები ფეხბურთზე და მის ღირსეულ წარმომადგენელ - მანჩესტერ იუნაიტედზე.
დანარჩენი, თუ რაიმე დაგაინტერესებთ, ჩემს პირად ფეისბუქზე მკითხეთ. :)
იმედია ისიამოვნებთ ჩემი ბლოგით : sanoland.wordpress.com