irakli lomaia
vancouver
Firs in Caucasus; directing and running the clinic of bioenergetics research “Parapsychologist Irakli Lomaia” in Tbilisi, Georgia, which was the branch of bioenergetics research Centers of Germany, Austria and Italy. (2004-2010). I created medicine “EXTRA LONG-LIFE” for oncological patients that gave us perfect results in practical use.
-----
ირაკლი ლომაია - ქართველი ექიმი, ფსიქოლოგი, გერმანიაში ''შტაოს'' პარაფსიქოლოგიური აკადემიის პროფესორი, სამეცნიერო ნაშრომის, წიგნის, ''სიცოცხლის წყურვილით'' ავტორი, სუჯოკ - თერაპიის აკადემიის საპატიო წევრი, მსოფლიოს 18 ქვეყნაში ეზოთერიულ - ბიოენერგეტიკული კლინიკის ''LOMAIA LIFE''დამფუძნებელი. პირველად კავკასიაში მან გახსნა და დაარსა, ქალაქ თბილისში, არატრადიციული მედიცინის ცენტრი ''LOMAIA''. იგი გახლავთ ონკო - პრეპარატის '' EXTRA LONG-LIFE” - ის შემქმნელი. უნიკალური პრეპარატი შემოწმდა და დამტკიცდა ევროპის, კერძოდ: გერმანია, იტალია, ავსტრიის - კვლევით ლაბორატორიებში. მან 2007 წელს ქ. თბილისში დაარსა საქველმოქმედო ფონდი ''`LOMAIA''. ირაკლი გახლავთ ჟურნალი ''რეალური სამყარო'' და ყოველკვირეული გაზეთი ''კამარა''- ს დამფუძნებელი. მას საერთაშორისო წამყვან და სოლიდურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომი ფსიქოლოგიისა და პარაფსიქოლოგიის სფეროში. ამჟამად ირაკლი ცხოვრობს კანადაში. მუშაობს ვანკუვერის სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში, ზოგადი ექიმის პროფილის წოდებით, პარალელურად იგი კანადაში გახლავთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ''Ca&Ge;'' გენერალური დირექტორი და ამავე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მისი უდიდესი ჰობია განტვირთვის მიზნით მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. მან დღევანდელი მონაცემებით იმოგზაურა მსოფლიოს 121 ქვეყანაში და სწორედ აქედან გამომდინარე 2004 წლიდან ირაკლი ჟენევაში გახლავთ მსოფლიო მოგზაურთა კლუბის საპატიო წევრი, რომლის მეშვეობითაც დღემდე აგრძელებს მოგზაურობას..