Levan Lortkiphanidze
Tbilisi, Georgia
Levan Lortkiphanidze
Tbilisi, Georgia
დავიბადე 1992 წლის 11 ოქტომბერს ქალაქ თბილისში.
1998-2010 წლებში ვსწავლობდი ქ. თბილისის მე-6 ქართულ-გერმანულ გიმნაზიაში (21-ე საჯარო სკოლა), რომელიც "საქართველოს წარჩინებული მოსწავლის ოქროს მედლით" დავასრულე.
წელიწადნახევრის განმავლობაში გახლდით სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი მოსწავლეთა კვოტით.
2010-14 წლებში ვსავლობდი თსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე, რომელიც წარჩინებით (წითელი დიპლომით) დავასრულე. აღმოვჩნდი უნივერსიტეტის საუკეთესო შედეგების მქონე ათ კურსდამთავრებულს შორის.
2014 წელს ჩავაბარე თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე.
ჩემი პროფესიული ინტერესის სფეროები გახლავთ: პარტიული შედარებითი პოლიტიკა, შიდაპარტიული დემოკრატია, პოლიტიკური იდეოლოგიები საქართველოში, საარჩევნო ქცევა.
მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა რანგის არაერთ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე სტატია სტუდენტურ სამეცნიერო გამოცემებსა თუ ჟურნალებში.
2011-14 წლებში გახლდით საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო სტიპენდიანტი.
ვკითხულობდი ლექციებს "თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტში" პოლიტიკური იდეოლოგიებისა და დემოკრატიის შესახებ.
2011 წლიდან დღემდე ვხელმძღავანელობ გვერდს "საარჩევნო მიმოხილვა საქართველოსთვის".
2012 წელს ამირჩიეს თსუ-ს სტუდენტთა წარმომადგენლობით საბჭოში დამოუკიდებელ დელეგატად. გახლდით სტუდენტური ოპოზიციური ჯგუფის, "ნარინჯისფერი კლუბის" ჩამოყალიბების ინიციატორთა შორის.
ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს რამდენიმე ქართული ინტერნტპორტალისათვის.
2013 წელს გახლდით გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" სტაჟიორი.
ვირიცხები ახალგაზრდული ეკოლოგისტური მოძრაობის - "მწვანე მუშტის" შემადგენლობაში. ვარ მემარცხენე საინიციატივო ჯგუფის - "თბილისის ფაბიანური საზოგადოების" დამფუძნებელი.
2015 წელს ჩემი თანაავტორობით გამოიცა ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის პირველი ტომი.