mai speci
Art Director, Designer, and Photographer in tbilisi
მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალი ხელოსნები ძალიან რთული მოსაძებნია და ზუსტად ამან გაგვიჩინა იდეა რომელიც მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემას ძალიან მარტივად მოუგვარებდა. ძალიან ხშირად გვესმოდა ჩივილი მოსახლეობის მხრიდან რომ მათ გამოიძახეს ხელოსანი და არაკომპეტენტურად და უცოდინრად შესრულებულმა საქმემ სავალალო შედეგებამდე მიიყვანეს, ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმას რომ ხელოსანში უნდა გაგიმართლოს და წინასწარ არავინ იცის ვინაა საქმის მცოდნე და ხშირ შემთხვევებში ბრმად უწევთ მათი ნდობა რაც ხშირ შემთხვევაში იმედგაცრუებით მთავრდება.
ჩვენ შევქმენით ერთიანი სივრცე სადაც თავს იყრიან დიდი გამოცდილების მქონე უმაღლესი დონის სპეციალისტები.
თუ დაგჭირდებათ სანტექნიკი გამოძახებითთქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ აღნიშნული სერვისით სარგებლობას, შებრძანდით აღნიშნულ კატეგორიაში და ღილაკზე ერთი დაჭერით შეძლებთ ნახსენები სერვისის მიღებას.
საიტზე განთავსებულია თითქმის ყველა თქვენთვის საჭირო სერვის-კატეგორია, საიტი ძალიან კომფორტულად სამართავია და ხელმისაწვდომია ყველანაირი გემოვნების და ფინანსების მქონე ადამიანებისთვის.
გიფსოკარდონის მონტაჟი უკვე საიტზე ხელმისაწვდომია, აქაც ვიქცევით იგივენაირად, ან ვირჩევთ პირდაპირ კატეგორიას ან ვეძებთ სასურველ სერვისს საიტზე არსებული საძიებო ველის გამოყენებით.
საიტის ადმინისტრაცია გისურვებთ ამ ახალი პლატფორმის წარმატებით გამოყენებას!