Tamta Tadiashvili
გურჯაანის რაიონი
Tamta Tadiashvili
გურჯაანის რაიონი
მე ვარ თამთა თადიაშვილი, დავიბადე 1990წ. 13 დეკემბერს. სკოლა დავამთავრე გურჯაანის რ.ნ სოფ. კარდენახში, 2009წელს ჩავაბარე ილიას სახ. უნივერსიტეტის ბიზნესისს და მეცნიერების ფაკულტეტზე. მეორე კურსის სტუდენტი დავოჯახდი და შემეძინა ბიჭუნა, საბა, და ამ მიზეზით ავიღე აკადემიური შვებულება უნივერსიტეტში. ამჟამად ვარ მეოთხე კურსის სტუდენტი და ვსწავლობ საბანკო საქმეს.საერთოდ, ფინანსები არ იყო ჩემი ინტერესის სფერო, რადგან სკოლაში მიზიდავდა ჰუმანიტარული საგნები.ვთვლი, რომ მათემატიკა მოითხოვს სპეციფიკურ ნიჭს და უნარს და ვინც ფლობს უდაოდ კარგ უნარებს ამ სფეროში,შესაბამისად წარმატებასაც აღწევს. ჩემთვის ძნელად შეგუებადი აღმოჩნდა ბუღალტერიის კურსი და ფინანსური მენეჯმენტი,თუმცა ილიას უნივერსიტეტში მომწონს ის რომ სტუდენტებს აქვთ გუნდურად მუშაობის შესაძლებლობა, რაც ბევრი პრობლემის და ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას გვაძლებს მუშაობის პროცესში. ახლა ვცხოვრობ გურჯაანის რნ. სოფ. კარდენახში,მეუღლე და პატარა იქ მყავს. სამუშაო მჭირდება,თუმცა ამჯერად არ ვარ დასაქმებული.ბედნიერი ვარ რომ მყავს ჩემი უსაყვარლესი ბიჭუნა,საბა.შვილი უსაზღვრო ბედნიერებას და სიხარულს მანიჭებს.